უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
უკრაინასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ბერლინში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხელმოწერის ცერემონია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მონაწილეობით გაიმართა.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა და დასძინა, რომ შეთანხმების ტექსტი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შეთანხმების გაფორმება ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა.
„ისტორიული ნაბიჯი. გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ“, - აღნიშნა შოლცმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.