ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ დაადასტურა სპეცდანიშნულების ძალების მებრძოლთა დაღუპვა

უკრაინის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ სპეცოპერაციების 73-ე საზღვაო ცენტრის მებრძოლები.
დღეს, 29 თებერვალს სპეცდანიშნულების ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, მეომრები დაიღუპნენ სპეციალური დავალების შესრულების შემდეგ ჯგუფის ძირითადი ძალების უკან გასვლის უზრუნველყოფისას. რამდენი მებრძოლი დაიღუპა და სად, დაკონკრეტებული არ არის.
მანამდე რუსული წყაროებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელი სპეცრაზმელები „გაანადგურეს“ ხერსონის ოლქში, ტენდროვსკის ისარაზე (ვიწრო ნახევარკუნძული) გადასვლის მცდელობისას. ამ ცნობების თანახმად, სავარაუდოდ, დაღუპულია 15 უკრაინელი მებრძოლი. უკრაინის ხერსონის ოლქის ეს ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.