პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო

უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო

უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„თანხები აუცილებელ ჰუმანიტარულ და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება“, - წერს დენის შმიგალი.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, აშშ-ის მთავრობამ თანხები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებთან კოორდინაციით გამოყო.
დენის შმიგალმა აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.