ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა

უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა

უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რის შედეგადაც რატიფიცირების პროცედურა ოფიციალურად დასრულდა.
შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მხარი 8 მაისს დაუჭირა.
„აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა 1-ელ მაისს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.