ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევაა

დღეს დილიდან აფეთქებებია უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის, ხარკოვის, ლვოვის და ჩერკასის ოლქებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. რაკეტების გარდა დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატები.
თავდასხმის გამო საჰაერო განგაში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებიდან დაიწყო და ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.