უკრაინაზე დრონებით შეტევა იყო, დაშავებულები არიან კიევში

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 16 ივნისს, დილის ათი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარნიცკის რაიონში დაზიანებულია სავაჭრო პავილიონები.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ რუსული დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა სასუქების საწარმოს. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ერთ-ერთი საწარმო დაზიანდა დნეპროპეტროვსკის ოლქშიც. სახლები და გაზის მილებია დაზიანებული ჩერკასის ოლქში.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 138 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან მოგერიებულია 125.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?