უკლებლივ ყველა ფაქტორი მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უკლებლივ ყველა ფაქტორი მიანიშნებს, რომ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რადგან არ არსებობს საპირისპირო არგუმენტაცია.
მისი თქმით, ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა დისკუსიის შინაარსთან დაკავშირებით და ცხადი გახდა, რომ ამ თემას საქართველოს საკითხზე უარყოფითი გავლენა ვერ ექნება.
“უკლებლივ ყველა ფაქტორი, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ეს ვარაუდი გვიყალიბდებოდეს, მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რადგან არ არსებობს საპირისპირო არგუმენტაცია. გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსია იმ დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს, ეს უნგრეთისა და ევროკავშირის საკითხებითა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან