ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკვე მიდის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 2 შექმნან, თუმცა შეფუთავენ და იტყვიან, რომ არის ე.წ. მესამე ძალა - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 2 შექმნან.
"უკვე მიდის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 2 შექმნან, თუმცა ფორმატს, რა თქმა უნდა, შეფუთავენ და იტყვიან, რომ არის ე.წ. მესამე ძალა, ამიტომაც არის, რომ ვითომ გახარია და "ლელო" "ნაცმოძრაობას" ემიჯნებიან და უნდათ, რომ გადაალახინონ 5%-იანი ბარიერი ე.წ. მესამე ძალას. ვის წარმოუდგენია, რომ გაიყიდება ის პროდუქტი, რომ გვარამია, მელია ან თუნდაც "ლელო", თითქოს არ არიან "ნაციონალური მოძრაობა", - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.