არქივი12 დეკემბერი 2023, 18:40
უკვე მეორე დღეა, ზესტაფონის მერიასთან მოქალაქე შიმშილობს
ზესტაფონში, პენსიონერი ფატიმა ხიჯაკა შიმშილობას განაგრძობს. ის უკვე მეორე დღეა, საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და ღამეს ზესტაფონის მერიის მისაღებში ათევს.
მოშიმშილე ქალის თქმით, ავტობანის მშენებლობის გამო მას სახლი ენგრევა და ყურადღებას არავინ აქცევს.
60 წლის ქალი ამბობს, რომ მარტო ცხოვრობს და ნებისმიერ წუთს შეიძლება ნანგრევებს ქვეშ აღმოჩნდეს. ავტობანის მშენებელმა კომპანიამ მას დახმარებაზე უარი უთხრა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.