ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკანონო ნადირობის ფაქტი – დუშეთში წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, დუშეთში წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს.
"საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობა მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს. მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია". - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების მითითებით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში უკვე გადაიგზავნა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.