ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უკანასკნელი 4 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის პირდაპირი მოხმარების ნახევარზე მეტი მეტალურგიამ და კრიპტოინდუსტრიამ მოიხმარა“ - „თიბისი კაპიტალი“

„უკანასკნელი 4 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის პირდაპირი მოხმარების ნახევარზე მეტი მეტალურგიამ და კრიპტოინდუსტრიამ მოიხმარა“ - „თიბისი კაპიტალი“

2024 წელს საქართველოში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სეგმენტების მოხმარება თანაბრად, წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, თუმცა სეგმენტების ზრდა განსხვავდება თბილისსა და რეგიონებში, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში „ელექტროენერგიის ბაზარი - 2024 წლის მიმოხილვა“ წერია.

„ქვეყნის მასშტაბით მზარდი ურბანიზაცია ელექტროენერგიის საცალო მოხმარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.

საქართველოს მოსახლეობაში ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ელექტრიფიკაცია ფიქსირდება, რაც ყველაზე მეტად შესამჩნევია კონდიციონერებისა და ელექტრო ავტომობილების მზარდ რაოდენობაში.

უკანასკნელი ოთხი წლის მონაცემების მიხედვით, პირდაპირი მოხმარების ნახევარზე მეტი ორმა სექტორმა, მეტალურგიამ და კრიპტოინდუსტრიამ, მოიხმარა.

უკანასკნელ წლებში ზაფხულში ელექტროენერგიის მოხმარების პიკი ფიქსირდება.

2024 წელს ჯამური მოხმარების მეოთხედზე მეტი იმპორტირებული ენერგიით დაკმაყოფილდა“, - წერია პუბლიკაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.