უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა დასრულდა

კრემლში დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები. გამოცემა „კომერსანტის“ კორესპონდენტი იუწყება, რომ მოლაპარაკებები თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: ამერიკული მხრიდან - ჯარედ კუშნერი, დონალდ ტრამპის სიძე და რუსეთის მხრიდან - კირილ დმიტრიევი, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და იური უშაკოვი, ვლადიმირ პუტინის მრჩეველი.
კირილ დმიტრიევმა, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებები „პროდუქტიული“ იყო.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:
„საუბარი იყო ერთობ სასარგებლო, კონსტუქციული, ერთობ შინაარსიანი და გაგრძელდა არა ხუთ წუთს, არამედ ხუთ საათს“.
უშაკოვის თანახმად, ჯერჯერობით გეგმის კომრპომისული ვერსია არ არსებობს: „ზოგიერთი ამერიკული იდეა გვაწყობს, ზოგიერთი - არა“.
„ინტერფაქსი“ ასევე უშაკოვზე დაყრდნობით, წერს, რომ მხარეები შეთანხმდნენ არ გაახმაურონ მოლაპარაკებების შინაარსი.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.