„უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო, ჩამოფრინდა და 14 წლის შვილი დახვდა გაყინული…“ – ტრაგედია ემიგრანტი ქალის ოჯახში

ლანჩხუთში, ავარიის დროს დაღუპული მოზარდი 15 წლის ნიკოლოზ გვარჯალაძეა. როგორც შოთო სიხარულიძე წერს, მას დედა ემიგრანტი ჰყავდა.
„მკვდარი იყო შვილი და ნინოს უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო, ემიგრანტ დედას იტალიაში ასეთი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩამოფრინდა და დედა ცოცხალი დახვდა და მისი 14 წლის შვილი გაყინული…
ნინო ამბობდა, მოვდივარ, დედა, მალე ჩაგეხუტებიო, ეს რა დღე გამითენდა, რა მწარე ხარ, ჩემო დედაო და სინამდვილეში, მისი ანგელოზი შვილი აღარ ჰყავდა…
ორი დღეა, მხოლოდ ამ ბავშვზე და მის გაუბედურებულ დედაზე მეფიქრება. ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს, დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს… რა ვთქვა, არ ვიცი. ყველას გული გაგვიხლიჩე, ღმერთო, რატომ?! როგორი კეთილი, ლამაზი, ტკბილი, ყურადღებიანი, ყველასაგან გამორჩეული ნიკოლოზი დააკლდა ლანჩხუთს… გლოვობს ჩემი ლანჩხუთი. გამძლეობა შენს ემიგრანტ დედას, უფალს ებარებოდე ნიკოლოზ“, – წერს შოთო სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო