“უზღუდავდა განათლების მიღების და მუშაობისა უფლებას” – ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს – Netgazeti • პროკურატურა • ფემიციდი • Netgazeti.ge

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბანში, კაცი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი, იქამდე კი წლების განმავლობაში ძალადობდა მასზე.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2018 წლიდან 2026 წლის 5 თებერვლის ჩათვლით არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულთან, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, უზღუდავდა განათლების მიღების, სხვა ადამიანებთან კონტაქტის, მუშაობისა და პირად საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას. ასევე ბრალდებული მუდმივად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, დაუზიანა პასპორტი, ხოლო 2026 წლის დასაწყისში მეუღლის სრულად გაკონტროლების მიზნით, მის საცხოვრებელ ბინაში, ფარულად, დააყენა სამეთვალყურეო კამერები. 5 თებერვალს ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს გულ-მკერდისა და ზურგის არეში დანით მიაყენა ჭრილობები. მიღებული დაზიანებების შედეგად , დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს კაცს ბრალი წარიდგინეს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის, პირადი მოტივით დოკუმენტის [პასპორტის] დაზიანების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და ხელყოფისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის მუხლებით. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.
პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან