“უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე საქართველოში…“- რას წერს ქეთი მელუა

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს:

“მართალია, მე დიდი ხანია საქართველოდან წამოსული ვარ, მაგრამ ამას ვწერ გულით. უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე საქართველოში, ყოველ დილას ვუყურებ ახალ ამბებს და სოციალურ ქსელებს.

ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში. ევროპის პრინციპები ახმოვანებს ადამიანის თავისუფლებას და ერთი ადამიანის მეორე ადამიანის მიმართ პატივისცემას, ვინც არ უნდა იყოს იგი.

ეს პრინციპები, ჩემთვის იდენტურია ქართულ კულტურასთან. მე სულ ვხედავდი ამ პრინციპების განხორციელებას საქართველოში, ურთიერთობას მეზობლის შორის, მეგობრის შორის და სხვადასხვა რელიგიის ადამიანების შორის…“- წერს ქეთი მელუა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან