არქივი30 დეკემბერი, 2025, 20:09
უზენაეს სასამართლოსთან ელენე ხოშტარიას სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

თბილისში უზენაეს სასამართლოსთან „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები და სხვადასხვა პარტიის ლიდერები და წევრები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები შემდგომ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.