ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი სამგორის რაიონში 2026 წელს დასრულდება - ბიუჯეტი 3 მლნ ლარზე მეტია

უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი სამგორის რაიონში 2026 წელს დასრულდება - ბიუჯეტი 3 მლნ ლარზე მეტია

სამგორის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა N12-ში უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყობა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, სტადიონის ერთ მხარეს განთავსდება ტრიბუნა, რომელიც 146 მაყურებელზეა გათვლილი. ადგილები გათვალისწინებულია შშმ პირთათვისაც.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა გასახდელი და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო. უამრავი ახალგაზრდაა დაკავებული სპორტით, ფეხბურთით. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალგაზრდების წახალისება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქის სხვადასხვა უბანსა და რაიონში. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს საკმაოდ საინტერესო პროგრამა, რომელიც უეფა-ს გრანტებით ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტისთვის, რომელსაც სამგორის რაიონის გამგეობა განახორციელებს, სამ მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა. სამუშაოები 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.