უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მისი ინიცირებული სახალხო გამარჯვების გარეშე, არა თუ ეს პროგრესი იქნებოდა შესაძლებელი, არამედ დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. 2008 წელს რომ ყოფილიყო და “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი. მინდა, დღესაც გავიმეორო, რომ სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად. მინდა პირადი მადლობა გამოვხატო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისადმი იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანესი პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი ორჯერ პრემიერ-მინისტრის, თავდაცვისა და შს სამინისტროების თანამდებობაზე. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, მემსახურა საქართველოსთვის. დღეს მე მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, პარტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს, მინისტრებს, სამინისტროებს, საჯარო მოხელეებს და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომლის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი სტიმულია”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან