უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ინფორმაციით, სტამბოლში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება.
შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.
ICRC-ს ცნობითვე, განხილული საკითხები მოიცავდა 2023 წლის 14 მარტს ბელგრადში (სერბეთი) გამართული საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო შეხვედრის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობას.
„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 273 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს ღირსეულად დასაკრძალად, თუმცა 1870 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მონაწილეთა შორის არსებული მკაცრად ჰუმანიტარული დიალოგი და მათი გაზრდილი ჩართულობა გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ ამ ადამიანების ოჯახებისთვის პასუხის გაცემისთვის”, – აღნიშნა ანიეს ქოთუმ, ICRC-ის დესპანმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კავკასიაში, რომელიც შეხვედრის თავმჯდომარე იყო.
1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის