“უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო, უბედურება ხდება ჩვენს თავს…”-ნინი ბ

ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე, ნინი ბადურაშვილი საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ ვითარებაში მას არ ემღერება.

“უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო. უბედურება ხდება ჩვენს თავს და აქედან გამომდინარე, არ მაქვს არანაირი სურვილი სიმღერის. შესაბამისად, ყველანაირი კონცერტი არის გაუქმებული…

მე ვიყავი 2 თუ 3 საახალწლო ღონისძიებაში და არ ვიღებ მონაწილეობას.

ჩემგან ყველაფერი, რაც კი რამე ღონისძიება იყო დაგეგმილი, ყველაფერი არის გაუქმებული, მათ შორის, საბიუჯეტო.

ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე პირადად სიმღერის სურვილი არ მაქვს და არ მემღერება,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნინი ბადურაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო