ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"უბრალოდ, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ" - რას ამბობს ზელენსკი რუსეთის ზავზე

"უბრალოდ, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ" - რას ამბობს ზელენსკი რუსეთის ზავზე

Clash Report ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინას 3-დღიანი ზავი შესთავაზა.

ეს ინიციატივა 9 მაისს, მოსკოვში გასამართ აღლუმს უკავშირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ ეს წინადადებაზე უარი თქვა. როგორც ის ამბობს უკეთესია 30 დღიანი ზავი ცადონ.

"უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მოდელია. 30 დღე ვცადოთ. რატომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა? რადგან სამ, ხუთ, შვიდ დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია.

თამაშისთვის იმისათვის, რომ პუტინს 9 მაისს იზოლაციიდან გამოსვლის რბილი ატმოსფერო მივცეთ და ყველამ თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ იგრძნოს. პუტინს ამაში ვერ დაეხმარებიან ის ლიდერები, მეგობრები ან პარტნიორები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით 9 მაისს კრემლის მოედანზე მივლენ. … 7-მდე მოგკლავენ, შემდეგ 7-ში ორი-სამი დღით კომფორტულად მოეწყობიან და შემდეგ 11-ში ისევ რაკეტებით დაგვესხებიან თავს. უბრალოდ, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს მოსკოვში მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს" – თქვა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.