არქივი12 აგვისტო, 2024, 12:07
უბედური შემთხვევა ოზურგეთში – ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში, ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კაცი სახლში დენის წყაროსთან მუშაობდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარებას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.