ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს საათებში რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 17 ივნისს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია – ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.