უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები
უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, როგორც მერის, ასევე საკრებულოსი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მეათე გამარჯვებას მოიპოვებს, ხოლო თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, დამარცხდება.
„გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ რიგით მეათე არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას. ჯერ კიდევ არის დრო. არ ვიცი, ჩვენი ოპონენტები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დამარცხებისთვის არიანგანწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა