“უაღრესად პრაგმატული გადაწყვეტილებაა ნიკა მელიას მხრიდან, შეინარჩუნოს ის ფასეულობათა სისტემა, რომელსაც ყველა ერთად ვემსახურებოდით” – დავით ნებიერიძე

“უაღრესად პრაგმატული გადაწყვეტილება” – ასე აფასებს ნიკა მელიას გუნდის წევრი დავით ნებიერიძე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას პარტიიდან წამოსვლისა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის თაობაზე. როგორც ნებიერიძე აღნიშნავს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიგნით დაპირისპირება იყო ფასეულობათა სისტემის ირგვლივ, რომელიც პარტიის ახლანდელმა მენეჯმენტმა “გააცამტვერა”.
“დაპირისპირება იყო ფასეულობათა სისტემის ირგვლივ და მე მივიჩნევ, რომ უაღრესად პრაგმატული გადაწყვეტილებაა ნიკა მელიას მხრიდან. შეინარჩუნოს ის ფასეულობათა სისტემა, რომელსაც ყველა ერთად ვემსახურებოდით ამ დიდი დროის განმავლობაში და დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმიდან გავაგრძელოთ გზა. ჩვენთვისაც მთავარი არის ის ფასეულობათა სისტემა, რომელიც გააცამტვერა პარტიის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ და რომელიც იძულებულს გვხდის თითოეულ ჩვენგანს დავტოვოთ პარტია,”- აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა

ირაკლი კობახიძე – ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს