უარი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებასა და ღაზიდან ჯარების გაყვანაზე - ნეთანიაჰუ "ჰამასის " მოთხოვნას არ იღებს
ომის 108 დღეა ახლო აღმოსავლეთში. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ღაზის სექტორის სამხრეთ მდებარე ქალაქ ხან-იუნისში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, აღმოჩენილია "ჰამასის" ერთ-ერთი გვირაბი, რომელიც 20-მდე მძევლის დასაკავებლად გამოიყენებოდა. სამხედროებმა ადგილზე ასაფეთქებლები, ხაფანგები და სხვა სახის დაბრკოლებები აღმოაჩინეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის არ იღებს "ჰამასის " მოთხოვნას - საუბარია პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებასა და ისრაელის ჯარების გაყვანაზე ღაზიდან, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
"თუ ამაზე დავთანხმდებით, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.