ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“უალტერნატივოა”; “სხვა კანდიდატიცაა” – ლევან მახაშვილი და ლევან მახაშვილი თბილისის მერობის კანდიდატზე

“უალტერნატივოა”; “სხვა კანდიდატიცაა” – ლევან მახაშვილი და ლევან მახაშვილი თბილისის მერობის კანდიდატზე

კალაძესთან დაკავშირებით მდინარაძის განცხადების შემდეგ, ქართული ოცნების წევრმა, ლევან მახაშვილმა მერობის კანდიდატის ვინაობაზე გაკეთებული განცხადების შინაარსი შეცვალა. ის ამბობს, რომ მისი სიტყვები “შეგნებულად” დაამახინჯეს:
“ვხედავთ ორწუთიან თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით, სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით არის სრული ერთსულოვნება გუნდში, იგი არის უალტერნატივო კანდიდატი და პოლიტიკურ სივრცეშიც მას არ ჰყავს რეალური პოლიტიკური ოპონენტი, სწორედაც წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი მაგარი საქმის და მოსახლეობისადმი ერთგულების გამო, მე ყველას მოვუწოდებ და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით პოლიტსაბჭოს შეხვედრას და მის გადაწყვეტილებას სადაც იგი უკვე ფორმალურადაც იქნება წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატად” – თქვა მახაშვილმა
მანამდე, ქართული ოცნების წევრმა ლევან მახაშვილმა თქვა: “არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ იყოს კიდევ ერთხელ მერობის კანდიდატი… რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.