ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტყუილია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება – მდინარაძე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კარდიოლოგ ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აბსოლუტური ტყუილი უწოდა.
„ისე კატეგორიულად დადეთ დღეს ეს განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა. მე არ ვიცოდი ამის შესახებ არაფერი და პრემიერსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ეს ინფორმაცია არის აბსოლუტური ტყუილი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.