ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტყის ხანძრის გამო, თურქეთში ქალაქ იზმირის მიმდებარედ ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა

თურქეთში, ქალაქ იზმირის მიმდებარედ არსებული ძლიერი ტყის ხანძრის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის გავრცელების გამო ცხოველთა თავშესაფრის ევაკუაციაც გახდა საჭირო, ხოლო ცეცხლმოკიდებული ტყეების კვამლმა დააზარალა ქალაქის რამდენიმე ნაწილი, მათ შორის ბაირაკლისა და ციგლის რაიონები.
იზმირს პროვინციაში ხანძარი სხვადასხვა კერაზე 1600 ჰექტარის ფართობზე არის მოდებული.
კიდევ ექვსი ხანძარი კვლავ მძვინვარებს თურქეთის სხვა ქალაქების ტყეებში, მათ შორის ჩრდილო-დასავლეთ ბოლუსა და აიდინში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 300-ზე მეტი მაშველი-მეხანძრეა ჩართული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.