ტყიბულის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – ძალიან სასაცილოა მთელი ეს პროცესი, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ახალგაზრდების შეშინებას სასამართლოში დაბარებით

ძალიან სასაცილოა მთელი ეს პროცესი, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ახალგაზრდების შეშინებას სასამართლოში დაბარებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის საკრებულოს წევრმა, ცოტნე აბესაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ადამიანი, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებზე დგას, იდგება იქამდე, „სანამ საქართველოს ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან არ დაიხსნის“.
„ძალიან სასაცილოა, როდესაც გვიბარებენ და რასაც გვეკითხებიან, თუ რამდენი ხალხი ვიყავით, რას ვაკეთებდით და ა.შ. ივანიშვილის რუსული რეჟიმი ცდილობს ახალგაზრდების შეშინებას სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ყველანი, ვინც იქ ვდგავართ, ვდგავართ სამშობლოს სიყვარულის გამო და ერთადერთი თუ რამეში შეიძლება ჩვენ ეჭვმიტანილები ვიყოთ, ეს არის სწორედ საქართველოს სიყვარული და ვიდგებით იქამდე, სანამ საქართველოს არ დავიხსნით ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან“,- განაცხადა ცოტნე აბესაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ