ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე ქართველმა სპორტსმენებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ესპანეთში, გრანადაში, ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში დასრულდა შერეულ წყვილთა ტურნირი 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში. ტურნირის ფინალი ქართული გამოდგა.
საქართველოს მეორე ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მარიამ ფროდიაშვილი და გიორგი მუმლაძე, ანგარიშით 17:9 დაამარცხა საქართველოს პირველი ნაკრები მარიამ აბრამიშვილისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ასე რომ, ოქროსა და ვერცხლის მედლები ქართველებს ერგოთ, ბრინჯაოს კი ესპანელები დასჯერდნენ.
ქართველი ტყვიის მსროლელები მედლებისთვის ევროპის ჩემპიონატზეც იბრძოლებენ. კონტინენტის პირველობას 23 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით უნგრეთის ქალაქი გიორი უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა მაროკოში გამართული მესტენდურთა მსოფლიოს თასის გათამაშებაც, სადაც საქართველოს სახელით მოასპარეზე ელიზავეტა ბოიარშინოვამ და იაროსლავ სტარცევმა შერეულ წყვილებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს. სპორტსმენები ფინალში აშშ-ის წარმომადგენლებთან ანგარიშით 40:45 დამარცხდნენ. ეს არის პირველი შერეული წყვილი, რომელმაც საქართველოს სახელით გამოსვლისას მრგვალ სტენდზე სროლაში მედალი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ