არქივი29 სექტემბერი 2024, 22:08
ტურისტი თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და დაიღუპა

თბილისში დაიღუპა რუსი ტურისტი, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა.
უბედური შემთხვევის ამსახველი კადრები „ტელეგრამის“ არხებით გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ ორი ახალგაზრდა ქალი მღერის და ერთმანეთს მობილური ტელეფონით ვიდეოს უღებს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა თავის ქალის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.