ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს გაეროსთან მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში.
„2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში შევხვდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნოვაისს. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია და ჩვენ ვაფასებთ გაეროსთან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

https://x.com/pm_kobakhidze/status/2018951875844829264?s=12&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია