პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Skyscanner ერთად ახალი კამპანია დაიწყო

გერმანიიდან, პოლონეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამოგზაურო პლატფორმასთან Skyscanner ერთად ახალი კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში Skyscanner-ის ვებგვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა. სპეციალურ სექციაში (Country Explorer) საქართველოს შესახებ ინფორმაცია, საპრომოციო სურათები და სტატიებია ატვირთული.
კამპანია მოიცავს საქართველოს შესახებ ინფორმაციის განთავსებას სოციალურ მედიაში: Instagram, Facebook და TikTok .
კამპანიის მოსალოდნელი შედეგია 4 000 000-მდე შთაბეჭდილება (impression) და 1 500 000-მდე წვდომა (reach).
ახალი მარკეტინგული კამპანია 30 ნოემბერს დაიწყო და მომავალ წლის 13 იანვრამდე გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.