ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმის, Bilibili-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ადმინისტრაციის ცნობით, სტუმრები გაეცნენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტულად საინტერესო ადგილებს, გასტრონომიულ ტრადიციებსა და ქართული ღვინის კულტურას.
ვიზიტის მიზანი საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ჩინური აუდიტორიისთვის გაცნობაა.
Bilibili-ს პლატფორმა ჩინეთში განსაკუთრებით პოპულარულია და მას ყოველთვიურად 340 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
კომენტარები კომენტარი