ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR 2024-ში მონაწილეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადრიდში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR 2024-ში მონაწილეობს. გამოფენაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრება, წარმოდგენილია კერძო სექტორი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ქართულ მხარეს შეხვედრები აქვს საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, ავიაკომპანიებთან და ტურისტულ კომპანიებთან.
საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს.
FITUR 2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან 9 ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.