არქივი29 მარტი, 2026, 20:10
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
„ტოტენჰემმა“ მწვრთნელთან, იგორ ტუდორთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა.
კლუბის საიტი წერს, რომ ბოლო ექვს კვირაში გაწეული დიდი შრომის გამო ტუდორსა და მის შტაბს მადლობას უხდიან და წარმატებებს უსურვებენ.
ტუდორი „ტოტენჰემს“ 14 თებერვალს ჩაუდგა სათავეში, გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 7 მატჩიდან 5 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 მოიგო.
„ტოტენჰემი“ 31 ტურის შემდეგ 30 ქულით პრემიერლიგაში მეჩვიდმეტე ადგილზეა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.