“ტრუპი” თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა”! ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც

“ტრუპი” თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა”! ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც! პიტერ აკერმანის რევოლუციური ხელწერით მომზადებული ოპოზიცია გამოსული ხალხის, “თავებს” ითვლის და შეუმჩნეველი არ რჩებათ რომ ხალხის რაოდენობამ იკლო და სისხლისა და მსხვერპლის საჭიროებას ხედავენ“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი ოპოზიციის აქციიდან გავრცელებული სკანდალური ჩანაწერის შესახებ, სადაც მსხვერპლის აუცილებლობაზეა საუბარი. მეგრელიშვილის თქმით, ქართული სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციურ მდგრადობას ვერ შეარყევს გადატრიალებისთვის დაწყებული ეს საშიში თამაში, მაგრამ ყველა პირი, ვინც ჩართულია ამ პროცესებში კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
მისივე თქმით, ძალიან მკაცრად უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ რადგან ის რაც ხდება დიდი ხანია გასცდა პროტესტის სამართლებრივ მნიშვნელობას და არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
„ტრუპი თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა”! ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც! პიტერ აკერმანის რევოლუციური ხელწერით მომზადებული ოპოზიცია გამოსული ხალხის, “თავებს” ითვლის და შეუმჩნეველი არ რჩებათ რომ ხალხის რაოდენობამ იკლო და სისხლისა და მსხვერპლის საჭიროებას ხედავენ.
მათ საგანგებო გადამზადებისას რევოლუციის მოწყობის თეორიული ნაწილი კარგად აითვისეს, პრაქტიკულ ნაწილში კი ნაკლი აქვთ, მსხვერპლზე ვერ ჩამოყალიბდნენ- ორსული ქალი, მოხუცი თუ ბავშვი?! ასევე ამ საქმის შემსრულებელი საზოგადოებაში დიდი მუხტისათვის სპეცნაზელი უნდა იყოს! რთული საჭიროებაა, მაგრამ მათ საქმეს ასე სჭირდება,საჭიროა რაღაც დიდი…
ქართული სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციურ მდგრადობას ვერ შეარყევს გადატრიალებისთვის დაწყებული ეს საშიში თამაში, მაგრამ ყველა პირი, ვინც ჩართულია ამ პროცესებში კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და ძალიან მკაცრად უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ რადგან ის რაც ხდება დიდი ხანია გასცდა პროტესტის სამართლებრივ მნიშვნელობას და არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. სახელმწიფო იცავს მშვიდობას! მეორე მხარეს უნდა ომი! სახელმწიფო იცავს უსაფრთხოებას! მეორე მხარეს უნდა მსხვერპლი! დროული რეაგირებით უნდა აღიკვეთოს დესტრუქციულთა მიზანი მათ მზაკვრულ მიზნებს ევროპელობის მოთხოვნით შესწირონ მსხვერპლი!“-წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში