მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, G ჯგუფში ბელგიამ და ირანმა ქულები გაიყვეს – 0:0.
ბელგია ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ირანმა კი მახვილგონივრულად გათამაშებული საჯარიმოდან გაიტანა, მაგრამ ტარემის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.
მეორე ტაიმში რუდი გარსიას გუნდმა უფრო აქტიურად შეუტია, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა თავრიზის „ტრაქტორის“ 33 წლის მეკარე ბეირანვანდი. მან რამდენიმე ძალიან რთული ბურთი მოიგერია. 67-ე წუთზე ტარემიზე ბოლო იმედის ჯარიმისათვის მსაჯმა ბელგიელთა მცველი ნგოი გააძევა. გუნდებმა კი გოლი ვერ გაიტანეს და შედეგად ჯერჯერობით ჯგუფში ყველა თამაში ფრედ დასრულდა.
ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს ახალი ზელანდია და ეგვიპტე შეხვდებიან.
27 ივნისს, ბოლო მესამე ტურში ახალი ზელანდია ბელგიას, ხოლო ეგვიპტე ირანს დაუპირისპირდება.
ინგლვუდი. „სოუ ფაი“
ბელგია – ირანი 0:0
გაძევება: ნგოი (67, ბელგია)
– ირანმა მოედანზე მუნდიალებზე ყველაზე ასაკოვანი ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა – 32 წელი და 181 დღე. სასტარტოში ყველაზე ახალგაზრდა 27 წლის მოჰები იყო.