ტრაპი: ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე

Truth Social-ით გავრცელებულ პოსტში ტრამპი წერს, რომ “ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე”.
აშშ-ის პრეზიდენტი სპორტის მაგალითს იხმობს და ამბობს, რომ შესანიშნავი სპორტული გუნდი რომ გყავდეს, თუ არ შეუტია, “გამარჯვების შანსი არ არსებობს!”
ასეა უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით, წერს ტრამპი და თავის წინამორბედს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებს: “უპატიოსნო და უკიდურესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი” არ აძლევდა უკრაინას საპასუხო იერიშის ნებართვას, მას მხოლოდ თავდაცვის უფლება ჰქონდა. რა გამოვიდა?
ტრამპის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ეს ომი არ დაიწყებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო და თავის განცხადებას ასრულებს სიტყვებით: “საინტერესო ამბები გველის!”
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან