ტრანსფერი ჩაიშალა - ოდიშარია ხიხონის "სპორტინგში" არ გადავა

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ლატვიური RFS-ის შემტევი ლაშა ოდიშარია კარიერას ლა ლიგა 2-ის ბინადარ ხიხონის "სპორტინგში" გააგრძელებდა, თუმცა Geo Team-ის ცნობით, ტრანსფერი ჩაიშალა.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის მენეჯერს ესპანურ კლუბთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდა, გუნდებს შორის შეთანხმება იყო: 1-წლიანი იჯარა, გამოსყიდვის უფლებით.კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ჰამრუნთან მარცხის შემდეგ ლატვიური გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ლაშა ოდიშარიას ესპანეთში გაშვებაზე უარი თქვა.
გასულ სეზონში ოდიშარიამ RFS-ის მაისურით ყველა ტურნირზე 35 მატჩში 2 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
ბიჭი ბადიაურიდან: რთული ბავშვობა, ბრძოლა გადარჩენისთვის და გზა ვარსკვლავობამდე - "ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემიანებს აღარასოდეს მოუწევთ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა"
"ლესტერმა" ვიღაც ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა
ლაშა ოდიშარია კარიერას სავარაუდოდ, ესპანეთში გააგრძელებს
ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! - ევროპის ტოპ-ჩემპიონატების დებიუტანტი კლუბები
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
ოდიშარიას გარეშე - რფს სახლში "მალმიოსთან" განადგურდა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ისევ ოდიშარიას გარეშე - რფს "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.