“ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა “ანონიმუსთან” აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ” – Anonymous

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა “ანონიმუსთან” აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ… ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება,” – ამის შესახებ ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-ი X-ზე წერს.
“ბოლო კვირებში, Anonymous-მა კიბერ შეტევები დაიწყო საქართველოში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ. ეს აქტივობა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობის ყველა სამინისტროს ვებგვერდის შეჩერებით, გაგრძელდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე დღევანდელი დაჰაკვით, რომელიც განხორციელდა Anonymous-თან აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ, მოიცავდა ავტობუსის სალაროს აპარატებში შეღწევას, როგორც პირდაპირი გზავნილი კორუმპირებული ხელისუფლებისთვის, რომელმაც გააყალბა და დააწესა ავტორიტარული რეჟიმი. ეს არის გაფრთხილება მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება. ქართველ ხალხს: ადექი, შეეწინააღმდეგე და დაიბრუნე შენი თავისუფლება. თქვენ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში. გაუმარჯოს საქართველოს,” – წერს Anonymous-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა