ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ვიქტორ წილოსანის ნაცვლად ნინო ბაგაშვილი უხელმძღვანელებს

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ვიქტორ წილოსანის ნაცვლად ნინო ბაგაშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა. ,,კომერსანტი'' წილოსანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე დღის წინ ავრცელებდა ინფორმაციას. მაშინ მერიის პრეს-სამასახურმა ჩვენთან ფაქტი არ დაადასტურა.
კალაძის თქმით, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. მის ადგილს კი ნინო ბაგაშვილი დაიკავებს, რომელიც თბილისის მერიაში მუშაობდა.
ვიქტორ წილოსანი აღნიშნულ თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა, მანამდე კი წილოსანი თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. უფრო ადრე 2018-2019 წლებში მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.