არქივი19 იანვარი 2026, 18:21
ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განსახილველად 22 იანვარს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება

ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განსახილველად 22 იანვარს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ევროკავშირის ლიდერების საგანგებო შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე მოიწვია.
გამოცემის ინფორმაციით, საგანგებო სამიტი ბრიუსელში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.