ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპს სურს, რომ დავრჩეთ NATO-ში, მაგრამ ასევე სურს, რომ NATO-ს ქვეყნებმა ატარონ თავიანტი თავდაცვის ტვირთის ნაწილი – ჯეი დი ვენსი

ტრამპს სურს, რომ დავრჩეთ NATO-ში, მაგრამ ასევე სურს, რომ NATO-ს ქვეყნებმა ატარონ თავიანტი თავდაცვის ტვირთის ნაწილი – ჯეი დი ვენსი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გაიმარჯვების შემთხვევაში, ის აშშ-ს NATO-ში დატოვებს.
„ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპს სურს, NATO იყოს ძლიერი.
„მას სურს, რომ ჩვენ დავრჩეთ NATO-ში, მაგრამ ასევე სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ატარონ თავიანტი თავდაცვის ტვირთის ნაწილი“, – განაცხადა ვენსმა.
ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნების ვალდებულებებში დისბალანსია და ხაზგასმით გამოყო გერმანია.
„NATO-ს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ განსაკუთრებით გერმანიამ უნდა დახარჯოს უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე“, – თქვა ვენსმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.