ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ - კობახიძე ამშვიდობო შეთანხმებაზე

ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ - კობახიძე ამშვიდობო შეთანხმებაზე

საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას.
„დონალდ ტრამპს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ამ წარმატებას, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობასა და თანამშრომლობას და მის ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს“, - წერს ირაკლი კობახიძე X-ზე.
ცნობისთვის, გუშინ, 8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.