არქივი18 ნოემბერი, 2025, 16:37
ტრამპმა McDonald's–ს სთხოვა, Filet-O-Fish-ს მეტი სოუსი დაამატოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა McDonald's-ს სთხოვა, მის საყვარელ Filet-O-Fish ბურგერს მეტი სოუსი ტარტარი დაამატოს. ამის შესახებ მან კომპანიის თანამშრომლების კონფერენციაზე განაცხადა. ტრანსლაციას Fox News–ი ახორციელებდა.
„მე მომწონს Filet-O-Fish–ი. მაგრამ შეგიძლიათ დაამატოთ მეტი ტარტარის სოუსი? სერიოზულად,“ - თქვა ტრამპმა ლიდერმა და დასძინა, რომ ის ქსელის ერთ-ერთი უძველესი და ლოიალური კლიენტია.
ტრამპმა ასევე განუცხადა McDonald's-ის ფრენჩაიზის მფლობელებს, რომ ის „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მომხმარებელია“.
წყარო: vedomosti
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.