ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა 90 დღით გადადო ჩინეთისთვის ახალი ტარიფის ამოქმედება, იგივე გააკეთა პეკინმაც

ტრამპმა 90 დღით გადადო ჩინეთისთვის ახალი ტარიფის ამოქმედება, იგივე გააკეთა პეკინმაც

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ 90 დღით გადადო ჩინეთისთვის ახალი სავაჭრო ტარიფის ამოქმედება. იგივე გააკეთა ჩინეთის მთავრობამაც.
წინააღმდეგ შემთხვევაში დღეიდან, 12 აგვისტოდან აშშ-ში იმპორტირებული ჩინური პროდუქცია 145%-ით დაიბეგრებოდა, ხოლო ჩინეთში ამერიკული - 125%-ით.
პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებსაიტზე 11 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აშშ ჩინეთთან განაგრძობს მოლაპარაკებას სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პრობლემის მოსაგვარებლად და ჩინეთი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, ამიტომ ახალი ტარიფის ამოქმედება შეჩერებულია 2025 წლის 10 ნოემბრამდე.
შეერთებული შტატებისთვის ახალი ტარიფის ამოქმედების შეჩერების შესახებ 12 აგვისტოს განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის ახალი სავაჭრო ტარიფის დაწესება და ეტაპობრივად გაზრდა 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო. აპრილში ტარიფმა 145%-ს მიღწია. პეკინმა ვაშინგტონს ანალოგიური ზომებით უპასუხა.
ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს სავაჭრო ომმა ფინანსური ბაზრები ჩამოშალა და რეცესიის საფრთხე შექმნა.
2025 წლის მაისში ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ ჩინური პროდუქციისთვის დაწესებულ ტარიფს 145%-დან 30%-მდე შეამცირებს, ხოლო ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ გადასახადს - 125%-დან 10%-მდე.
მაისიდან ეს ტარიფები 90 დღის განმავლობაში მოქმედებდა და დღეიდან მათი ვადა კიდევ 90 დღით გაგრძელდა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.