ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა 19 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა სრულად ან ნაწილობრივ აუკრძალა

ტრამპმა 19 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა სრულად ან ნაწილობრივ აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომელიც 19 ქვეყნის მოქალაქეებს შტატებში შესვლას სრულად ან ნაწილობრივ უკრძალავს.
ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტი მიზნად ისახავს ტერორისტული და ეროვნული საფრთხეებისგან აშშ-ის დაცვას.
შესვლაზე სრული აკრძალვა დაუწესდა 12 ქვეყნის მოქალაქეებს: ავღანეთი, მიანმარი (ბურნა), ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი.
ნაწილობრივი შეზღუდვები, რომელიც ძირითადად მოიცავს ტურისტული ვიზის არ გაცემას, ეხება ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას მოქალაქეებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.