ტრამპმა ხელი მოაწერა იმპორტირებული ფოლადის და ალუმინის 25%-ით დაბეგვრის განკარგულებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა იმპორტირებული ფოლადისა და ალუმინისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესების განკარგულებას.
10 თებერვალს, თეთრ სახლში დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ -ს ფოლადის და ალუმინის ადგილზე წარმოება სჭირდება, ქვეყანაში მრეწველობის დაბრუნების დროა და ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.
შეერთებული შტატებისთვის ფოლადის და ალუმინის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან მეზობელი კანადა და მექსიკა. ასევე, სამხრეთ კორეა.
კანადის ონტარიოს პროვინციის გუბერნატორმა დაგ ფორდმა დაადანაშაულა ორიენტირების შეცვლასა და ქაოსში, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკონომიკას. ონტარიოს პროვინცია კანადაში ფოლადის წარმოების ძირითადი ადგილია.
საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ -ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ფოლადის და ავტომობილების მწარმოებელი სამხრეთკორეული კომპანიების აქციების კურსის ვარდნა გამოიწვია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად